2021-03-13 11:07:31, 1444 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინა ტიკარაძე - დარეგისტრირებულია 64 051 ადამიანი, რომელთაგანაც ვაქცინაციას 54 პირი ექვემდებარება
„დარეგისტრირებულია 64 051 ადამიანი, რომელთაგანაც ვაქცინაციას 54 პირი ექვემდებარება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ტიკარაძემ ისაუბრა ვაქცინაციის პროცესზეც და აღნიშნა, რომ შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე ვაქცინას სამედიცინო პერსონალი მიიღებს.
„დღესდღეობით დარეგისტრირებულია 64 051 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ზრუნვაში პრიორიტეტულ სეგმენტს მათი ნაწილი განკუთვნილია ექიმების ვაქცინაციისთვის. შერჩეული არის 82 დაწესებულება სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქიცინაცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან