12:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 18:33:48, 430 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესის“ ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო შეიქმნება

„დაგეგმილია შეიქმნას დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან და მათ შორის, იმ ადამიანებისგან, რომლებიც „ნამახვანი ჰესის" მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პროექტს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს მის უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვები“, -ამის შესახებ  ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა და  ლევან დავითაშვილი დღეს ექსპერტებთან და დარგობრივ სპეციალისტებთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც „ნამახვანი ჰესის" ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს.

მინისტრის განცხადებით, ყველა ახალი ინიციატივა, რომელიც „ნამახვანი ჰესის"  პროექტთან დაკავშირებით მომზადდა, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს და ადგილობრივი მოსახლეობის, მათი ნდობით აღჭურვილი სპეციალისტებისა და ექსპერტების  მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების პროცესში.

„ნამახვანი ჰესი" არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics