2021-03-10 11:47:19, 546 ნახვა
სამართალი
შსს -მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნების ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება უზრუნველყონ
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნების ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება უზრუნველყონ“, - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
მათი განცხადებით, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
„დღეს, 13:00 საათზე, თბილისში, რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა იმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - განაცხადეს შსს-ში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,