11:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 13:34:24, 437 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ კრიტიკა სამ ძირითად ასპექტს მოიცავს - „არა ჰესებს“, ქსენოფობიური რიტორიკა და პროექტის სტრუქტურა

„საკუთარი ენერგეტიკული რესურსის განვითარება გადის რამდენიმე მსხვილ ჰესზე, რომელსაც ექნება საშუალება, წყალსაცავების მეშვეობით შეინახოს წყალი და ენერგოსისტემაში ე.წ. მარეგულირებელი როლი შეასრულოს ანუ მიაწოდოს მომხმარებელს სიმძლავრე არა სეზონიდან და კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე, არამედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება ჩვენს სისტემას და დისპეტჩერს. ასეთებია - რიონის აუზში „ნამახვანი ჰესი" და „ონი ჰესი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

 ნათია თურნავას თქმით, „ნამახვანი ჰესი" გამოიმუშავებს 1.5 მლრდ კვ/სთ-ს, რაც ნიშნავს დღევანდელი იმპორტის ტოლფასს მოცულობას. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის 833 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია საქართველოს პოსტკოვიდურ ეკონომიკაში და 2000-მდე დასაქმებული ადამიანი. ამასთან, ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანად შესწავლილი პროექტი, მათ შორის, ცნობილი უცხოური კონსულტანტების მიერ.

 ეკონომიკის მინისტრი აქცენტს აკეთებს „ნამახვანი ჰესის" პროექტის კრიტიკის სამ ძირითად ასპექტზე, ესენია: ზოგადად ჰესების წინააღმდეგ აგორებული კამპანია „არა ჰესებს," ქსენოფობიური, უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა და უშუალოდ პროექტის სტრუქტურასთან დაკავშირებული კრიტიკა.

„მე მაინტერესებს აქ შეკრებილი აუდიტორიისგან, იზიარებს თუ არა ვინმე ამ სამი სეგმენტიდან პირველ ორს, ანუ ემხრობა თუ არა ვინმე ზოგად ანტიჰესების კამპანიას და იზიარებს თუ არა ვინმე ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას. თუ ამას ვინმე იზიარებს, მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics