|
2021-03-09 13:08:16, 460 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედია
„დიდი ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, „არა ჰესებს" პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ცალკეული ენერგეტიკის მინისტრი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუკი არ გვექნება ფართო ეროვნული თანხმობა ფუძემდებლურ საკითხებზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, კითხვას, თუ როგორ ეკონომიკას ვაშენებთ - იმპორტზე მზარდად დამოკიდებულს თუ საკუთარი რესურსების ეფექტიანად გამომყენებელს, პასუხი უკვე გაცემული აქვს მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიაში. „ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით საკუთარი პროდუქციის უზრუნველყოფის დონეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარგებში, მაგალითად სოფლის მეურნეობაში. ჩვენ ვავითარებთ საკუთარი წიაღისეული რესურსების არა მხოლოდ მოპოვებას არამედ გადამუშავებას იმისთვის, რომ მეტი დამატებული ღირებულება რჩებოდეს ქვეყანაში და ექსპორტზე გადიოდეს არა ნედლეული, არამედ მზა პროდუქცია და ა.შ. ამ ჩამონათვალში ყველა კანონზომიერებით უნდა ლიდერობდეს ენერგეტიკა, საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა, რომელიც გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, ეკონომიკის მინისტრი შემაშფოთებელს უწოდებს ბოლო დროს არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი ცნებაა და თითქოს საკუთარი ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოსთვის საჭირო არ არის. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, დიდ წილად ამ „არა ჰესებს" კამპანიის გამო. „შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მლნ კვსთ-ს ოდნავ აღემატებოდა, ახლა გვიხდება 1.6 მლრდ კვსთ-ის ანუ 8-ჯერ მეტის შემოტანა. ამას თუ დავამატებთ დაახლოებით 3 მლრდ კვსთ-ს რაც თბოსადგურებზე ანუ იმპორტული გაზით გამომუშავდება, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი უკვე იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს ამ მიზნით ქვეყნიდან გავიდა 200 მლნ დოლარამდე თანხა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკას, დასაქმებას და ბიუჯეტებს მოხმარდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)