|
2021-03-05 18:10:29, 601 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი ნაწილიც მარტის ბოლოს შემოვა ქვეყანაში. „დღეს შედგა სატელეფონო კომუნიკაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან, ასევე „კოვაქსის“ წარმომადგენლებთან, ეს იყო შეხვედრა, რომელზეც მოგვეცა საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი.წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. ამასთანავე, გვაქვს სიახლეები, „ასტრაზენეკას“ ვაქინასთან დაკავშირებით, „იუნისეფმა“ მიიღო დასტური პირველი დოზების მოწოდებაზე და პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე. ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მოხდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)