|
2021-03-05 13:50:44, 513 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: კორონავირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები აჩვენეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენის დროს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სამინისტროს ჩართულობასა და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. „საკითხი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, არის პანდემიასთან ბრძოლა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საპოლიციო სერვისების ადაპტირება პანდემიასთან. მას შემდეგ, რაც ქვეყნაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ვირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა აჩვენეს კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები, ეს ეხება, როგორც შიდა უწყებრივ, ისე უწყებათშორის თანამშრომლობას”,- ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფდა. „კომპეტენციის ფარგლებში გვევალებოდა მიმოსვლის შეზღუდვა, საჯარო სივრცეებში თავშეყრის კონტროლი, თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგი, საკარანტინო ზონების კონტროლი და დაცვა, ასევე, პირბადის ტარების წესის აღსრულება. მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებთან ერთად, ერთ ღამეში ააგეს 100-კაციანი საველე ჰოსპიტალი”, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)