2021-03-03 09:10:29, 639 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა, გასული კვირის განმავლობაში, 7%-ით მოიმატა
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა, გასული კვირის განმავლობაში, 7%-ით მოიმატა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებშია საუბარი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (14%-ით), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (9%-ით), ევროპაში (9%-ით) და ამერიკაში (6%-ით).
ამავე მონაცემებშია აღნიშნული, რომ წინა კვირას მსოფლიოში კორონავირუსის 2.6 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთანავე, ვირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი, ამავე პერიოდში, 6%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 115 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 65 მილიონამდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორ მილიონ ნახევარზე მეტი კი, გარდაიცვალა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან