|
2015-10-07 20:39:15, 562 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: დეკემბრის მინისტერიალი მაღალი ალბათობით გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე იმყოფება. ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, საქართველოს მოლოდინები ვარშავის სამიტზე და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები იყო. იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ. მხარეები დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალსაც შეეხნენ. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, დეკემბრის მინისტერიალი მაღალი ალბათობით გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. „ის ფაქტი, რომ ასეთი ინტენსიურია ჩვენი კომუნიკაცია ნატოს გენერალურ მდივანთან, ნატოს შტაბ-ბინაში, ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე, თავისთავად ძალიან იმედის მომცემია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაში ინტენსიური საუბრები მიმდინარეობს საქართველოზე. ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადებულია, ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოს. შემდეგი ეტაპი ნატოსთან ურთიერთობის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად გარანტირებული იქნება“, - განაცხადა ხიდაშელმა. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ალიანსის გენერალურ მდივანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტი ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა ნატოში რუმინეთის მუდმივი წარმომადგნელის სტელიან სტოიანის ორგანიზებით გიამართა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის მნიშვნელობას საქართველოსთვის. მინისტერიალის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს და უცხოელ კოლეგებს შეხვდება. ხვალ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე 28+1-ის ფორმატში ალიანსის თავდაცვის მინისტრების წინაშე წარსდგება.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)