|
2015-10-07 16:28:31, 1066 ნახვა
საზოგადოება
ბაკალავრის დიპლომის მქონე პირებმა შესაძლოა, მასწავლებლობის უფლება დაკარგონ
მხოლოდ ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებმა შესაძლოა, მასწავლებლობის უფლება დაკარგონ. ამ ცვლილებას „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროექტის თანახმად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება რამდენიმე გზით განისაზღვრება. ეს ეხებათ დაწყებითი, საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებს. კერძოდ, მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება განხორციელდება საბაკალავრო – სამაგისტრო აკადემიური პროგრამით, რომელიც არანაკლებ 300 კრედიტს მოიცავს. პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, კურსდამთავრებულზე გაიცემა დიპლომი. ამის შემეგ, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულები იქნებიან, წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც დიპლომის მიხედვით მასწავლებლობის უფლება ექნება მინიჭებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩააბარებს საგნის გამოცდას. ამასთან, დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები მასწავლებლობის უფლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა), ან სხვა ორგანიზაციის მასწავლებელთა გადამზადების აკრედიტებული კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა) წარმატების გავლის შემდეგ მოიპოვებენ. კანონპროექტის მიხედვით, იმისათვის, რომ ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლების დეფიციტი არ შეიქმნეს, 2021 წლის ბოლომდე მაწავლებლად მუშაობის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აქვს გავლილი. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი, მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად მომზადდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)