|
2015-10-07 15:05:11, 674 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციის ნაკლებობა მერიაში - უწყებაში ადასტურებენ, რომ მოსახლეობისა და ვიცე-მერის შეხვედრა ნამდვილად შედგა
მერიაში კომუნიკაციის ნაკლებობაა. „ექსპრესნიუსს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, არასწორი ინფორმაცია მოაწოდა. მან ვიცე მერის ხალხთან შეხვედრის ფაქტი არ დაადასტურა. ამან მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. პეკინის 23 ა-ს მაცხოვრებლებმა „ექსპრესნიუსს“ მოაწოდეს ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ პირდებოდა ვიცე მერი ლაშა აბაშიძე ხალხს, რომ საბავშვო ბაღის ადგილას, პეკინის 23 ა -ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა არ აშენდებოდა. ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალას მერიიდან გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ვიცე მერს ლაშა აბაშიძესა და ხალხს შორის კომუნიკაცია შედგა. მათ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული არასწორი განცხადება კომუნიკაციის ნაკლებობით ახსნეს. „გიდასტურებთ ვიცე-მერის მოსახლეობასთან შეხვედრას. როგორც ჩანს დისკომუნიკაცია მოხდა ჩვენს თანამშრომელთან, ვინც კომენტარი გააკეთა ამაზე. ვიცე მერი იმყოფებოდა შეხვედრაზე, მოსახლეობას უთხრა, რომ ჩაერთვებოდა ამ საკითხში და საბოლოო გადაწყვეტიუილებას მათ აცნობებდა, ეს იყო შეხვედრის შინაარსი“, - აცხადებს „ექსპრესნიუსთან“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)