22:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 21:26:15, 377 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი დავიწყეთ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში ჯანდაცვის სექტორის ფუნდამენტურ  რეფორმასა და სახელმწიფლო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე ისაუბრა.

 ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ ინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30% სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა.

 „პანდემიის პარალელურად, მოსახლეობის ჯანდაცვზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავიწყეთ სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი.  ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოს,  საქართველოსაც უნდა ჰქონდეს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც უპასუხებს მოსახლეობის მოთხოვნას ხარისხიანი და  ხელმისაწვდომი მომსახურების მისაღებად.  დღეს საქართველოს საწოლფონდში სახელმწიფო დაწესებულებების წილი არის მხოლოდ 15%. ხოლო ევროპის ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი 50%-ზე მეტია.

ძლიერი სახელმწიფო დაწესებულებები ნიშნავს მზაობას მოსახლეობის მასშტაბურ სამედიცინო საჭიროებებზე პასუხისთვის. ამის  მაგალითი სულ ახლახანს ვიხილეთ,  როდესაც კოვიდ ინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30% სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა",- განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics