22:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 20:59:16, 314 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების მოწყობა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა  დეპარტამენტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა,   მათ შორის, ყურადღება გაამახვილა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში განხორციელებულ პროექტებზე.

„2020 წელს ავჭალაში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი  საცხოვრებელი სივრცე, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 23-ში ფუნქციონირებს. პუნქტების რაოდენობის გაზრდა წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგისა და სამედიცინო შემოწმების  ჩატარების ინსტრუქციის შესახებაც ისაუბრა.

„გასულ წელს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, შემუშავდა და შს მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების ინსტრუქცია. სამედიცინო შემოწმების კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2020 წლის დასაწყისში დამტკიცდა სამედიცინო შემოწმების ჩატარების დეტალური ინსტრუქცია“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, 2020 წლის 26 მარტიდან, COVID-19-ის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით,  იზოლატორში მოთავსებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება დაიწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics