|
2021-02-21 15:41:19, 553 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სახეზეა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათი და ნაწილობრივ გახსნილი ეკონომიკა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,სამინისტროს აქტიური ძალისხმევის შედეგად, ეპიდემიოლოგიური სურათი გაუმჯობესებულია. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პანდემიის პირობებში ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა შეინარჩუნა. „უპირველეს ყოვლისა მინდა შევეხო COVID-19 პანდემიას, რამდგან იგი ჯერ კიდევ რჩება მთავარ გლობალურ გამოწვევად. ჩვენი აქტიური ძალისხმევისა და თანმიმდევრული მოქმედების შედეგად, დღეს სახეზეა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათი და ნაწილობრივ გახსნილი ეკონომიკა. ჩვენ ერთად გავიარეთ საკმაოდ რთული წელიწადი, თუმცა, შევძელით და შევინარჩუნეთ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდოლომოგიური მდგომარეობა სტაბილურია, ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ მოქმედებებს პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებისთვის",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)