|
2021-02-19 17:54:31, 497 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიკა მელიას საქმის განმხილველი მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ და ცრუ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია გასცდა გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება სასამართლო სისტემისა და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ, დაუსაბუთებელ და ცრუ ბრალდებებს, რომელიც უკავშირდება 2019 წლის 20 ივნისის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ დღეებში სასამართლოსა და საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და ცრუ ბრალდებებსა და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა. გვსურს საზოგადებას განვუმარტოთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს პირობები. მისთვის ცნობილი იყო ის სამართლებრივი შედეგები, რაც ახლავს გირაოს პირობების დარღვევას. მან გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად აარიდა თავი კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რის თაობაზეც არაერთხელ საჯაროდ განაცხადა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გირაოს პირობების მიზანმიმართულად/გაცნობიერებულად დარღვევა და კანონის მოთხოვნების აშკარა უგულებელყოფა ერთმნიშვნელოვნად არის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის საფუძველი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულის მიერ გირაოს პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ სასამართლოს პოლიტიზირებისა და დისკრედიტაციის მცდელობისგან. სასამართლო არ დაუშვებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას და გარკვეული ჯგუფების დაუსაბუთებელი ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)