|
2015-10-06 20:12:18, 376 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს და ფედერიკა მოგერინის შეხვდება
2015 წლის 7-9 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში საქართველოს ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი იგეგმება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. უწყების ცნობით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვარშავის სამიტისათვის მზადება და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აგრეთვე ევროკავშირში. კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ სალბერს და ევროკიმისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს. ევროკავშირში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობა. აგრეთვე, საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ამ პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობა. ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა ბელგიის სამეფოს პრემიერ მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერსთან. მინისტრი შეხვედრებს გამართავს აგრეთვე ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC) ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)