|
2015-10-06 14:35:50, 769 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქაღალდის არქივის ცენტრალიზებაზე მუშაობს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქაღალდის არქივის ცენტრალიზებას, ციფრულ ფორმატში გადატანასა და სისტემატიზაციას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული ქაღალდის დოკუმენტაცია მთლიანად ლილოში არსებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდება. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სამეწარმეო რეესტრისა და ტექბიუროს არქივების ცენტრალიზება. ცენტრალიზებულია უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის არქივის 81%, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის არქივის 81% და კანცელარიის დოკუმენტაციის 81%. ამჟამად საჯარო რეესტრში თბილისში გადმოტანილი არქივების აღწერა და დახარისხება მიმდინარეობს. სამუშაოების 77% უკვე დასრულებულია. პარალელურად, გრძელდება ქუთაისიდან იმერეთის რეგიონის, ახალციხიდან კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის არქივების ლილოში გადმოტანაც. არქივების ცენტრალიზებამდე საჯარო რეესტრის დოკუმენტაცია არასტანდარტულად აღწერილი, სხვადასხვა ადგილას გაფანტული და ნაკლებად დაცული იყო, რაც მათი გაყალბების ან დაკარგვის შესაძლებლობას ქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანი საარქივო მასალა ერთ წერტილში, უსაფრთხოდ მოიყრის თავს, გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა დოკუმენტებსა და მონაცემებზე, სრული და უტყუარი მონაცემთა ბაზა კი უზრუნველყოფს ნაკლებ ხარვეზებს სარეგისტრაციო და საინფორმაციო მომსახურებაში, ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვას კი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)