|
2015-10-06 14:11:30, 721 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: თბილისობაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის კონცეფციაზე
თბილისობა 17-18 ოქტომბერს გაიმართება, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ თბილისობის პროგრამა, ძალიან საინტერესო გამოვიდა, რომელიც საზოგადოების ფართო ჩართულობის შედეგად მომზადდა. "17-18 ოქტომბერს გაიმართება თბილისობის ტრადიციული დღესასწაული, მნიშვნელოვანი დღესასწაული და შესაბამისად, ჩვენ წელს საინტერესო პროგრამა გავაკეთეთ, საზოგადოების მაქსიმალურად ფართო ჩართულობით მოხდა პროგრამის მომზადება. ამაზე ღია კონკურსი გქვონდა გამოცხადებული და საუკეთესო წინადადებები იქნა შერჩეული და მასზე დაყრდნობით მომზადდა თბილისობის პროგრამა" ,-განაცხადა დავით ნარმანიამ და აქვე დასძინა, რომ წლევანდელ თბილისობაზე გასართობი ღონისძიებები როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის იქნება. "იქნება როგორც პატარებისთვის გასართობი ღონისძიებები, ასევე დიდებისთვის იქნება სხვდასხვა მნიშვნელოვანი კულტურული შემეცნებითი გასართობი ღონისძიებები. ძირითადი აქცენტი და პათოსი თბილისის, როგორც ეკოლოგიურად მდგრადი და სუფთა ქალაქის კონცეფციაზე იქნება გაკეთებული. საკმაოდ ბევრ სტუმარს ველოდებით. ჩამოდიან უცხოელი სტუმრებიც, დელეგაციები. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი დარჩება კმაყოფილი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)