|
2015-10-06 12:46:06, 681 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი პოლიტიკური წარსულით
გიორგი გვიმრაძის დანიშვნას "მოამბის" ჟურნალისტების ნაწილი აპროტესტებს. როგორც ჟურნალისტებისგან გახდა ცნობილი, გვიმრაძეს სატელევიზიო სივრცეში მუშაობის გამოცდილება არ აქვს და "ნაციონალური მოძრაობის" კადრია. გვიმრაძის 5 დღიანი საქმიანობით "მოამბის" ჟურნალისტების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. მათი განმარტებით, ორი დღის განმავლობაში პირველ ბლოკში გვიმრაძე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის წარმოჩენას ითხოვს. ცნობილია, რომ ამჟამინდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი გიგა ბოკერიას დროს უშიშროების საბჭოში ბოკერიას თანაშემწედ მუშაობდა. რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოცდილებას, გვიმრაძეს იგი არ აქვს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელში აცხადებენ, გვიმრაძე უკვე ერთი წელია მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიულ დოკუმენტზე. გვიმრაძის თქმით, სწორედ სტრატეგია გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის შექმნას. საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თქმით, პროექტზე მუშაობას ერთი წელი დასჭირდება, თუმცა ახალი პროექტის ელემენტები საინფორმაციოში უახლოეს მომავალში გაჩნდება. "ექსპრესნიუსი" საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)