|
2015-10-06 11:55:07, 599 ნახვა
საზოგადოება
პარიზში, ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები განიხილეს
პარიზში, საქართველოს საელჩოში ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძე თავმჯდომარეოდა. პარიტეტული კომისიის წევრები იყვნენ, ქართული მხარიდან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი,თეა წულუკიანი, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავაციშვილი, ხოლო, ფრანგული მხარიდან: ქართული კერას წარმომადგენლები ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი დაეთერ ფაღავა. სხდომაზე, რომელიც 5 საათი გრძელდებოდა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის პროცესის წინა მოსამზადებელი პერიოდი, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ დიაგნოსტიკური წინასწარი შეფასების საპროექტო სამუშაოების შემდეგ ლევილის საქართველოსთვის გადაცემა შეუქცრვადი პროცესი გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)