|
2015-10-06 10:01:09, 570 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მოლდოვის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ეწვივნენ. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო პოლიტიკის, პროფესიული და უმაღლესი საპოლიციო განათლების, პროექტების კოორდინაციის, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ასევე გაიმართა შეხვედრები შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, შსს-ს აკადემიის, შსს-ს მომსახურების სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები CEPOL-ის გაცვლით პროგრამაში 2013 წლიდან აქტიურად მონაწილეობენ. პროგრამის ფარგლებში ვიზიტები ხორციელდება პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებში. შეხვედრებზე განიხილება კიბერდანაშაულის, არალეგალური მიგრაციის, ტრეფიკინგის და სამართალდამცველთა სწავლების სისტემების საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)