10:13 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 14:58:22, 659 ნახვა

რეგიონი
სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ დამალაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ,რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებასა და უშუალოდ მათ მიერ დასახული პრიორიტეტების შერჩევისა და სოფლად არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ ისაუბრეს.

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად რომელი ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ასპინძის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics