|
2021-02-12 14:26:42, 679 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: ვაქცინის მოწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება - ჩვენი მიზანია, წლის ბოლოს მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მიზანია, რომ წლის ბოლომდე, მოსახლეობის 60% იყოს აცრილი. „საქართველოში იქნება ჯანმო-ს მიერ ავტორიზებული ვაქცინა, მათი მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირეებში და აცრაც დაიწყება იმ ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოში, ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის პროცესს, ჯანმრთელობასთან ერთად აქვს უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)