|
2015-10-05 14:40:34, 542 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძე კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის - „მხარი მხარს“ ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებთან ქვეყნის მასშტაბით ითანამშრომლებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც, სწორედ, ფსიქორეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მიზანი თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე ზრუნვა და ამ კუთხით ჯარში არსებული პრობლემების დროულად გამოვლენაა. „ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გაიმართა კლინიკების წარმომადგენლებთან. დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ საზოგადოებრივი საუბარი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის თემაზე და ეს იყოს არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჭირბოროტო საკითხი, არამედ, ეროვნული თემა. თავად სამინისტროს შიგნით უნდა განვავითაროთ ეფექტიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც დროზე ადრე გამოვლინდება ჯარისკაცი, რომელსაც მიღებული აქვს საბრძოლო ან სხვა სახის სტრესი და გაეწევა საჭირო დახმარება“,- განაცხადა ანა დოლიძემ. თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამას - „მხარი მხარს“ ჯარში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის ფარგლებში ახორცილებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)