17:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 13:56:16, 1603 ნახვა

ომი უკრაინაში
საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის მესამედ დაწესებას არ გამორიცხავს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საფრანგეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის მესამედ დაწესება გახდეს საჭირო.

აღნიშნულის შესახებ გამოცემა Ouest-France-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

„დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ შევძლებთ ეპიდემიის დამარცხებას ახალი კარანტინის გარეშე. ცალსახაა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდვითარება გამოსწორებულია, ეს კი იმის შედეგია, რომ თვეების წინ გამოვაცხადეთ შეზღუდვები. ახალი კარანტინი იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics