05:01 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 23:26:14, 545 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - არავის სჯერა, რომ დღეს პროკურატურამ თვითონ გადაწყვიტა, კარტოგრაფებისთვის აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა

„არავის სჯერა, რომ დღეს პროკურატურამ თვითონ გადაწყვიტა, კარტოგრაფებისთვის აღმკვეთი ღონისძიება  შეეცვალა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურა და სასამართლო არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი.

„ამის დადასტურებაა ის, რომ, ხომ არავის სჯერა, რომ დღეს პროკურატურამ თვითონ გადაწყვიტა, აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა.

ხომ გასაგებია, რომ ჩვეულებრივი ზემოდან დაკვეთა იყო. გამოჩნდა ისე, რომ პროკურატურა და სასამართლო არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი.

ისიც ხომ არავის სჯერა, რომ ამ ხელისუფლების შიგნითაც კი, პროკურატურაში, ვინმეს მართლა, გულწრფელად სჯეროდეს, ეს ხალხი პასუხისმგებელია იმაზე, რომ 4000 ჰექტარი მიწა, ქართული მიწა, აჩუქეს ვიღაცას, 2000 ლარად ხომ არავინ გამოუშვებდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics