|
2021-01-28 20:53:16, 595 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - ადრეც ვთქვი, რომ სტატისტიკით დანაშაული 10%-ით შემცირდა, ოპოზიციას რომ ჰკითხო, მარტო კრიმინალი არა, ეკონომიკაც დაიქცა
„ადრეც ვთქვი, რომ სტატისტიკით დანაშაული 10%-ით შემცირდა, ოპოზიციას რომ ჰკითხო, მარტო კრიმინალი არა, ეკონომიკაც დაიქცა”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კიბერდანაშაული არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და ეს მთელ მსოფლიოში პრობლემად რჩება. „ნოემბრის თემა გახსოვთ თქვენ, კლება იყო როგორც მახსოვს, მინუს 10% თუ 11 %-ით. მთლიანობაში ცოტათი კიდევ კლება გვაქვს, თუმცა მკვლელობის მატებაა, მაშინაც განვაცხადე, 2020 წელს 15 ერთეულით მეტი შემთხვევა მოხდა განზრახ მკვლელობის. მომატებული იყო ოჯახში ძალადობა, კიბერდანაშაული. კიბერდანაშაულის შემთხვევები მზარდია მსოფლიოში, მარტო ჩვენთან არ არის. მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყნის პრობლემაა, მათ შორის დიდი, ძლიერი ქვეყნებისაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი მკვლელობის თემა გვქონდა, რაც მძიმე იყო და ოჯახში ძალადობის თემაზე იცით, რომ ჩვენ პირიქით, ვაკეთებთ რგოლებს, როგორც ტელევიზიაში, ასევე სოციალურ მედიაში, რომ ბევრმა მოგვმართოს. სამწუხაროდ ბარიერი იყო ჩვენთან, ახლა ნელ-ნელა ეს ბარიერი ირღვევა და მეტად მოგვმართავენ. რა თქმა უნდა, ცუდია, როცა ძალადობა ხდება ოჯახში. სტატისტიკაზე იმდენჯერ მაქვს გაკეთებული განცხადება, უბრალოდ მეღიმება. გეტყვით კიდევ ერთხელ. ეს სტატისტიკა ჩემი მოგონილი და დაწერილი არ არის, რიცხვებია ჩვეულებრივი, ციფრები. მიმატება, გამოკლება, პროცენტები გამოჰყავთ და დებენ. ინფორმაცია საჯაროა, საიტზე დევს, მოქალაქეს შეუძლია შევიდეს, გახსნას საიტი და ნახოს 2020 წლისაც, 2019 წლისაც, 2018 წლისაც და ა.შ. დაწყებული 2006 წლიდან და შეადაროს თუნდაც მკვლელობები, ყაჩაღობები, ძარცვები -შეადაროს მთლიანი სტატისტიკა და ნახოს- მთლიანობაში მატებაა თუ კლება. რა თქმა უნდა, კლებაა და ოპოზიციას აწყობს და ამბობენ, რომ რაღაც გაიზარდა და დაიქცა ქვეყანა. ოპოზიციას რომ ჰკითხო, მარტო კრიმინალი არა, ეკონომიკაც დაიქცა- ყველაფერი დაიქცა და ჩამოგვემხო თავზე ქვეყანა. მიხედონ, თავის ძველ თემებს გადახედონ უფრო კარგად და ნახავენ, დაიქცა თუ არ დაიქცა“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)