22:40 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 11:01:47, 716 ნახვა

საზოგადოება
რეზი არველაძე: მოვუწოდებ ყველას, სანა გეგა გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება, საარჩევნო ყრილობა არ დაიწყოს

„მოვუწოდებ ყველას, სანა გეგა გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება, საარჩევნო ყრილობა არ დაიწყოს“, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რეზი არველაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში განაცხადა.

როგორც არველაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება.

„მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ჩემს თავს, ყველა კანდიდატს, ყველა დელეგატს, აღმასკომს, და აღმასკომის თავმჯდომარეს, სანამ ბატონი გეგა გობეჯიშილი არ გათავისუფლდება პატიმრობიდან, მანამდე არ დაიწყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და მე ამ მოწოდებაში ვარ მართალი, ვარ უმეტესობაში. ამიტომ, მინდა დანარჩენებსაც ვუთხრა, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვტილება ამ წუთში“, - განაცხადა რეზი არველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დაკავებულია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics