|
2021-01-18 19:04:55, 712 ნახვა
კომენტარი
ჩემზე რომ კომპრომატი იყოს, უკვე გამოყენებული იქნებოდა - გიორგი ვაშაძე ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება
ჩემზე რომ რაიმე კომპრომატი იყოს, დიდი ხნის წინ იქნებოდა გამოყენებული, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად გიორგი ვაშაძეს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები შესაძლოა, კომპრომატებით აშანტაჟებდნენ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, შანტაჟთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ტყუილია. „ჩემზე რომ რაიმე კომპრომატი იყოს, დიდი ხანი იქნებოდა ეს კომპრომატი უკვე გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები, თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან. ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც და ყველას, რომ აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა ოპოზიცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)