11:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 14:06:15, 817 ნახვა

სამართალი
ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

მათივე განცხადებით, მანჯგალაძე გამოძიების კითხვებს დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პასუხობს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიების კითხვებს მანჯგალაძემ 2020 წლის ოქტომბერში უკვე უპასუხა. ამ ეტაპზე უცნობია, რატომ გახდა საჭირო საგამოძიებო უწყებაში მისი განმეორებით გამოკითხვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics