08:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 12:20:43, 947 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი სკოლების გახსნის საკითხის განხილვის საშუალებას არ გვაძლევს

„დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ იმაზე საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, როგორც კი სკოლების გახსნის საშუალება იქნება, უსაფრთხოების საკითხი უზრუნველყოფილი იქნება.

„რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. რადგან ხშირად ვსაუბრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, აქედან გამომდინარე ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ იმაზე საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, როგორც კი ამის საშუალება იქნება,ყველა პირობა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics