2015-10-01 18:57:23, 523 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ელჩს ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა, ამის მიუხედავად, ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორის, ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება, გააღრმავოს თანამშრომლობა თურქეთის მხარესთან ინვესტიციების სფეროში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორებში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან