|
2015-10-01 17:28:10, 702 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო - 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა 137,6 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა (5 772,6 მლნ ლარი) 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 5 910,2 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 102,4%). "ეს მაჩვენებელი 2015 წლის წლიური გეგმის 7 820 მლნ ლარის 75,6%-ს შეადგენს და 602,3 მლნ ლარით, 11,3%-ით აღემატება 2014 წლის შესაბამის მონაცემებს. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 9 თვის გეგმა 15,3 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 0,21%-ს შეადგენს (გეგმა - 7 243,3 მლნ ლარი; საკასო - 7 258,6 მლნ ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა 118,0 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 2,2%-ია (გეგმა -5 484.6 მლნ; საკასო - 5 602,6 მლნ) საგადასახადო შემოსავლების შესრულებამ წლიური გეგმის - 7 400 მლნ ლარის მიმართ შეადგინა 75,7%. 9 თვეში წინა წელთან შედარებით გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულია 563 მლნ ლარით, 11,2%-ით მეტი. 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 6 909,6 მლნ ლარი, რაც გეგმის (7 208,1 მლნ ლარი) 95,6%-ს შეადგენს. 9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადმა ნაშთმა შეადგინა 783,7 მლნ ლარი, რაც გეგმას 314,1 მლნ ლარით აღემატება. წლის დასაწყისთან შედარებით ნაშთის დაგროვებამ დამატებით 349,3 მლნ ლარი შეადგინა",-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)