04:21 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 15:46:30, 536 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მე არ ვარ დალხენილი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ ეს ვალდებულება მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს

მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი,მაგრამ ეს ფუნქცია, ეს ვალდებულება მომწონს, მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,  ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემის გამო საქართველოს პრეზიდენტობა მძიმეა.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი, რომელიც მე მაქვს, რომელსაც ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. რა თქმა უნდა მძიმეა, რადგან მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია, მე ვარ პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელშიც არის ასობით ათასი დევნილი საკუთარ მიწა-წყალზე, მე ვარ პრეზიდენტი იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკრი მდგომარეობაც სერიოზული გამოწვევების წინაშეა და მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც მუდმივად ემუქრება მეზობელი, თან - ბირთვული სახელმწიფო. შეუძლებელია, ამ მდგომარეობაში შენ იყო კომფორტულად, მაგრამ პრეზიდენტი - ეს ფუნქცია და ეს ვალდებულება მომწონს, მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics