12:53 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-31 19:49:11, 1209 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ შუახეველებს ქრისტეშობის დღესასწაული და დამდეგი ახალი წელი მიულოცა
ჩემო ძვირფასო შუახეველებო, სულითა და გულით მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და დამდეგი 2021 წლის მობრძანება. მინდა გისურვოთ მხნეობა, ჯანმრთელობა და ულევი წარმატება თქვენს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. გასული წლის განმავლობაში, თქვენთან ერთად უაღრესად რთული და საინტერესო წელი გავიარეთ. ვაცილებთ წელს, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაფიქრა და დაგვანახა, თუ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული. ჩვენ თანადგომითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ბევრი საჭირბოროტო საკითხების დადებითად გადაწყვეტა. ყოველდღიურად ვგრძნობდით თქვენს გულიან მხარდაჭერას ჩვენი ინიციატივებისადმი და ამ ყველაფრისათვის გიხდით უღრმეს მადლობას. გჯეროდეთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტი სიკეთის გაკეთებას შეძლებს თქვენი კეთილდღეობისათვის. მრავალ ახალ წელს დასწრებოდეთ! პატივისცემით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics