22:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 16:58:08, 495 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - დარწმუნებული ვართ, რომ სემეკი მიიღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებლის უფლებებს დაიცავს და მეორე მხრივ, ენერგოკომპანიებსაც მისცემს საშუალებას, რომ ელეტროენერგია უსაფრთხოდ მიაწოდონ მოსახლეობას და კომერციულ აბონენტებს", - ამის შესაებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

 „პანდემიის დროს ფინანსური კრიზისი ბევრ კომპანიას შეეხო, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი რეგულატორი, მარეგულირებელი კომისია - სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენეციაში. დაველოდოთ მოვლენებს, ეს არის სემეკის პრეროგატივა და ის მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics