2015-09-30 12:00:49, 522 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ
„საქართველოს შეუძლია იმ თავგანწირვით იამაყოს, რომელსაც მისი შვილები ავლენენ“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანეგებო და სრულუფლებიანმა ეჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს ვაზიანის ბაზაზე ქართველი სამხედროების გაცილების შემდეგ განუცხადა.
„მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ იმ სამსახურით, იმ წვლილით იამაყონ, რომელიც მათ შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში. საქართველოს ასევე შეუძლია იამაყოს იმ თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს გახლდათ რიგითი ყულჯანიშვილი. ვამაყობ ასევე ჩვენი ამერიკელი საზღვაო ქვეითებით, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ ქართველების მხარდამხარ“,-განაცხადა იან კელიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან