03:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 11:45:07, 510 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციას შეუერთდა. პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ფოტო, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიგი წერეთელს, "თავისუფალი დემოკრატების" წევრს, დეპუტატ ზურაბ აბაშიძეს და კიდევ რამდენიმე პირს ნადეჟდა სავჩენკოს ფოტო უჭირავთ.

ცნობისთვის, უკრაინელი მფრინავი რუსეთის საპატიმროში 2014 წლის ივნისიდან იმყოფება. მას ბრალად რუსეთის ტელეარხის ორი ჟურნალისტის მკვლელობა ედება, რომლებიც დონბასში დაიღუპნენ. სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics