|
2020-12-23 16:18:21, 566 ნახვა
რეგიონი
„გემრიელი აჭარა“ - აჭარული სამზარეულოს პირველი საიმიჯო რგოლი
„გემრიელი აჭარა“ - ასე ჰქვია აჭარული სამზარეულოს ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტრადიციული აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. ვიდეორგოლში ლაზური, მთიანიაჭარისა და ქობულეთური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებცნობილი კერძები და დესერტებია წარმოჩენილი. კლიპის გადაღებები აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ცნობილი ქართველი შეფმზარეულების ჩართულობით შემოდგომაზე მიმდინარეობდა. აჭარული სამზარეულოს მთავარი საპრომოციო კლიპის გარდა, ცალკ-ცალკე მომზადდა ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები, რომლებიც ონლაინ სივრცეში ეტაპოპრივად ჩაეშვება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით, ასევე მოამზადა ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები, სადაც აჭარული კერძების მომზადებასა და სერვირებას ცნობილი შეფმზარეულები ადგილობრივ მზარეულებთან ერთად უზრუნველყოფენ. საიმიჯო რგოლების, ვიდეორგაკვეთილების, ფოტორეცეპტების, ისევე როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე იანვრიდან შეეძლებათ. „ძალიან ნაყოფიერი პროექტი გამოვიდა, რომლის მთავარი მიზანიც ერთის მხრივ აჭარულის სამზარეულოს შესახებ ცნობადობის გაზრდა, მეორეს მხრივ კი რეგიონში კულინარიის განვითარების ხელშეწყობაა. ოთხივე ვიდეორგოლი, ეფექტურად ასახავს იმ მრავალფეროვნებას და სიმდიდრეს, რაც აჭარულ სამზარეულოს აქვს. ჩვენი თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი სამზარეულო, იქნება ეს ლაზური, ქობულეთური თუ მთიანი აჭარის კულინარია, საჭიროებს პოპულარიზაციას და რეგიონის სტუმრებისთვის მენიუს სახით შეთავაზებას. ახალი საიმიჯო რგოლები, რომელთა ჩაშვებასაც შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე ვგეგმავთ სწორედ, ამ მიზანს ემსახურება. პროექტის ფარგლებში მომზადებული ფოტორეცეპტებით, ვიდეოგაკვეთილებითა და მასტერკლასებით ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს დარგის წარმომადგენელი თუ უბრალოდ, ჩვენი კერძებით დაინტერესებული პირი, საშუალება ექნება ისწავლოს მათი მომზადება და სტუმრისთვის შეთავაზება. პროექტში ჩართულმა ყველა ადამიანმა, ცნობილმა შეფმზარეულებმა, ადგილობრივმა მზარეულებმა, ეთნოგრაფმა, სერვისის ექსპერტმა, გადამღებმა ჯგუფმა, ორგანიზატორებმა თუ ტექნიკურმა პერსონალმა მაქსიმალური შრომა ჩადო ამ პროექტში და შედეგმაც არ დააყოვნა",- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ქართული სამზარეულოს, ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციამ იმუშავა. ვიდეორგოლები კი სარეკლამო კომპანიამ „რედპოინტი“ გადაიღო. გაერთიანებული საიმიჯო რგოლის მუსიკა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს "არსიანი" ეკუთვნის, ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის კლიპებისთვის კი მუსიკა ჯგუფმა „ინსაითი“ დაწერა. პროექტზე ცნობილმა შეფმზარეულებმა მიშა ავსაჯანიშვილმა, გურამ ბაღდოშვილმა, დადუნა ღლონტმა, ასევე ადგილობრივმა მზარეულებმა რომა კაკაბაძემ, როინ ფაღავამ და გოგა ზანაქიძემ იმუშავეს. კერძების სერვირებაზე საერთაშორისო ტრენერმა ანდრია ქურასბედიანმა, ეთნოგრაფიაზე კი ნოდარ შოშიტაიშვილმა ისაუბრა.
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)