|
2020-12-23 13:27:47, 629 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 1 სთ და 24 წუთიდან - 20 წუთამდე შემცირდა
„სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 1 სთ და 24 წუთიდან, 20 წუთამდე შემცირდა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. ტიკარაძის განცხადებით, 2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება 1,200, 000 მოქალაქეს გაეწია. მისივე განმარტებით, გადაუდებელი დახმარების ექიმები მოქალაქეთა დასახმარებლად სწრაფ რეაგირებას უმოკლეს დროში ახერხებენ. „2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია 1,200, 000 მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის საზოგადოებიდან, მე ვარ სოლიდარული. მაგრამ, როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე რეაგირების დრო, შესაბამისად შემცირდა გამოძახებების დაყოვნების მაჩვენებელიც. გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 1 სთ და 24 წუთიდან შემცირდა 20 წუთამდე. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კიდევ უფრო გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების სამსახურები სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და ამავე წელს ჩვენ ერთად გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ცენტრს გადაეცა 140 ახალი ავტომობილი; გაიხსნა სასწრაფო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა; გაიზრდა სამედიცინო პერსონალის ხელფასი. მომდევნო წლისთვის 1.5მლნ ლარზე მეტია განსაზღვრული სასწრაფო დახმარების პერსონალის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
საიამ 4 პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის პოზიცია წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)