|
2015-09-29 18:54:30, 604 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს კომპანია „თელიასონერას“ დელეგაცია ეწვია
სერვისების განვითარების სააგენტოს კომპანია „თელიასონერას“ დელეგაცია ეწვია და სააგენტოს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინა. დელეგატები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან და ეთიკისა და შესაბამისობის საკითხზე მიმდინარე სამიტში იღებენ მონაწილეობას. სახელმწიფო სერვისებით „თელიასონერას“ დაინტერესება სახელმწიფო სტრუქტურებთან, ნებართვების და სხვა მარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიურ თანამშრომლობას უკავშირდება. მათ შორის ისეთ თემებს, როგორებიცაა მონაცემთა დაცვა, მომწოდებლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და სხვა. „მოხარული ვართ ვუმასპინძლოთ “თელიასონერას“ დელეგაციას და გავაცნოთ მათ ჩვენი, მიმდინარე პროექტები, სიახლეები და მუშაობის სპეციფიკა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან „თელიასონერას“ მენეჯერები შვედეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ასევე, კავკასიის და ცენტრალური აზიის შვილობილი კომპანიებიდან. ვფიქრობ, მათთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება ინფორმაცია სახელმწიფო სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ. მათ შორის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის, ელექტრონული ბაზების დახვეწის და e-government-ს სფეროებში განხორციელებული წინსვლის შესახებ, განსაკუთრებით კი იმ მენეჯერებისთვის, რომლებსაც ამ კუთხით პრობლემურ რეგიონებში უწევთ მუშაობა", - განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა. დღესვე დელეგაციამ თბილისის იუსტიციის სახლიც დაათვალიერა. თელიასონერას დელეგაცია საქართველოში 1 ოქტომბრამდე დარჩება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)