2020-12-16 13:05:24, 501 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ბიზნესის, ადამიანებისა და მედიის თავისუფლება „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა
„ქვეყანაში ბიზნესის, ადამიანებისა და მედიის თავისუფლება „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავამ განაცხადა, რომ სხვა ყველა განცხადება მხოლოდ სპეკულაციაა.
„ბიზნესის თავისუფლება, ადამიანების თავისუფლება, მედიის თავისუფლება მედიის თავისუფლება ამ ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ მოიტანა 2012 წელს და ეს არის მოცემულობა და ფაქტი, დანარჩენი ზოგადი სპეკულაციაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ მფლობელებს მმართველმა გუნდმა დაუბრუნა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან