20:00 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 12:52:26, 600 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ხარისხი ყველაზე მაღალია

მსოფლიო ბანკმა მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობას 6 ინდიკატორის მიხედვით აფასებს.

კვლევის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების ცნობით, მსოფლიო მმართველობის ექვსივე ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები მზარდია და ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ექვსივე კატეგორიაში 2014 წელს ფიქსირდება.

კვლევის თანახმად, მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი 2014 წელს  71,6%-ია და ეს საუკეთესო მონაცემია ბოლო 18 წლის განმავლობაში. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი 69.9% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო 149 ქვეყანას უსწრებს წინ, მათ შორის, იტალიას, საბერძნეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, თურქეთს, რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას, არგენტინას, მექსიკას, ჩინეთსა და ინდოეთს.

მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაა, რასაც საქართველოში იუსტიციის სახლები და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფს.

მსოფლიო ბანკის კვლევა მსოფლიო მასშტაბით ათობით ავტორიტეტულ წყაროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ასევე, მთავრობებთან დაკავშირებულ ათასობით ექსპერტის, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს ეყრდნობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics