|
2015-09-28 10:33:00, 594 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეების დაფინანსებას რეგიონებში განაგრძობს
იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პატიმართა ბიზნესიდეების დაფინანსებისათვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ყოფილ პატიმრებს მცირე ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებაში დაეხმარებიან, შეასწავლიან ბიზნესის მართვას. გარდა ამისა, საუკეთესო ბიზნესინიციატივის ავტორებს მის განხორციელებაშიც შეუწყობენ ხელს. საგრანტო კონკურსის დასაფინანსებლად იუსტიციის სამინისტრომ 85 000 ლარი გამოყო. ბიზნესიდეები დაფინანსდება იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. საგრანტო განაცხადი იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ყოფილ პატიმართა ბიზნესიდეების დაფინანსებისათვის საგრანტო კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ მესამედ გამოაცხადა. მის ფარგლებში, ჯამში, 21 ბიზნესიდეა უკვე დაფინანსდა. 2014 წელს საკუთარი იდეების განხორციელება 5-მა ყოფილმა პატიმარმა შეძლო. შარშანდელი წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წელს საკუთარი ბიზნესიდეების რეალიზაციის საშუალება იუსტიციის სამინისტრომ უფრო მეტ ყოფილ პატიმარს მისცა. 2015 წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 16 ბიზნესიდეა (სოფლის მეურნეობა, წარმოება, მომსახურება) თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში დაფინანსდა, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს. საგრანტო კონკურსს ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ გაუწევს, რომელიც „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ 2012 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ახორციელებს. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)