|
2020-12-07 13:03:49, 568 ნახვა
რეგიონი
დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე გზის მოწყობა ერთი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ობიექტზე ასფალტის საფარი 2100 მ2-ზე იგება. კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი გაეცნო. აღსანიშნავია, რომ შიდა გზები წელს დაბა კაზრეთში ორი კორპუსის მიმდებარედ უკვე მოწესრიგდა. დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. დაბის მასშტაბით 15 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთება კომპანია „არემჯიმ“ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ასფალტის საფარს რამდენიმე კორპუსის მიდებარედაც აგებს.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)