|
2015-09-27 10:47:07, 616 ნახვა
საზოგადოება
თბილისში გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცნობილი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გახსნა. ქართველი რეჟისორის ბიუსტი მისივე სახელობის სკვერში, ელბაქიძის აღმართის მიმდებარედ განთავსდა.ბიუსტის გახსნას გიგა ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ. მისულ სტუმრებს სიტყვით დედაქალაქის მერმა, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლემ და რეჟისორის მეგობრებმა მიმართეს. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გიგა ლორთქიფანიძის ღვაწლი, დედაქალაქისა და ქვეყნის წინაშე, ნამდვილად, იმსახურებს ამგვარ დაფასებას, თუმცა მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი სიმბოლურია, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი გიგა ლორთქიფანიძის დამსახურება და მისი შრომა შეუფასებელია. „დღეს ძალიან დიდი ადამიანის, საპატიო თბილისელის, უამრავი პრემიის ლაურეატის, უზარმაზარი ადამიანის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა. ეს არის სიმბოლური მისი შემოქმედებისა და მისი მოღვაწეობის დაფასებისა, რაც მან მთელი ცხოვრების მანძილზე გააკეთა ჩვენი დედაქალაქისთვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. გიგა ლორთქიფანიძის შვილის, ნანა ლორთქიფანიძის განცხადებით, ბიუსტის „გარდა იმისა, რომ ჩემთვის არის ასეთი ძვირფასი, მე ვფიქრობ, რომ ქალაქს შეემატა შემოქმედების თვალსაზრისით ძალიან კარგი სკულპტურა“,- განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ. გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა დაამზადა და დედაქალაქს საჩუქრად გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)