23:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 12:00:03, 608 ნახვა

სამართალი
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციამ აქცია განაახლა, ხმაურია. 

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი დააკავეს.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ  აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მოსახლეობასთან შეხვედრისაკენ მოუწოდებენ.

აქტივისტები მთავრობის შენობაში მიმდინარე სხდომის ჩაშლას ცდილობენ და სკანდირებენ „რიჟვაძე გამოდი“, „თავმჯდომარე ხალხს ემალება“ და სხვა. ისინი პროტესტს საყვირებით გამოხატავენ. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics