|
2020-11-27 16:52:36, 554 ნახვა
ეკონომიკა
2-3 დეკემბერს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF 2020) გაიმართება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით 2-3 დეკემბერს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF 2020) გაიმართება, რომელიც წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდება. სხვადასხვა თემატურ სესიებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ ევროკავშირთან საქართველოს ციფრული ბაზრის ჰარმონიზების პროცესის მიმდინარეობაზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამებზე, მათ შორის სათემო ინტერნეტზე, ელექტრონულ კომერციასა და ინფრასტრუქტურის გაზიარების რეგულაციებზე და სხვ. GeoIGF 2020 - ში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები; ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი; საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები, მომხმარებლის კიბერმზაობა; ზედა დონის დომენური სახელის .GE გამოწვევები და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა COVID-19 - ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს. ფორუმში ასევე განხორციელდება ჩართვა საქართველოს მაღალმთიანი სოფლიდან არდოტიდან, რომლის დროსაც ადგილობრივი მკვიდრი ლევან არდოტელი ისაუბრებს, როგორ შეცვალა სათემო ინტერნეტიზაციის პროექტმა მისი და მისი სოფლის ცხოვრება. ღონისძიება საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტმმართველობის განვითარების მიმართულებით. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მრავალმხრივ პლატფორმას წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროექტების განსახილველად. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: IGF.GE
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)