12:09 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 14:09:45, 587 ნახვა

ეკონომიკა
23 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 928 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (883 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (899 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics