10:53 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 14:14:24, 588 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ხმების მისაცემად ამომრჩევლების მობილიზებას ფარულად ახდენს

„ოპოზიცია ამომრჩევლების მობილიზებას ხმების მისაცემად ფარულად ახდენს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხდა.

მან ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა და სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა.

„ყველა უბანთან ფიქსირდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მზგავსი სიტუაცია იყო 2016 წელსაც, მაშინაც განაცხადეს, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა მალულად მოახდინეს ამომრჩევლების მობილიზება.

მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიმართ.

პასუხსიმგებლობით ვაცხადებთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი.

ოპოზიციამ ბევრ განცხადებას უწოდა აფსურდული და მათი განცხადებები ძალიან მარტივად გახდა გადასამოწმებელი. ჩემი განცხადება, რომ ოპოზიცია მაინც ახდენს ამომრჩევლების მობილიზებას საღამოს გახდება ცნობილი რამდენად მართალია. ამას დიდი დრო არ დასჭირდება, იგივე იყო 2016 წელსაც.

მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, მიდგომა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იგებს, შესაძლოა არ იყოს სწორი და მიუხედავათ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა არ უნდა დავიზაროთ და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან“, - განაცხდა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics